ბიორად GDA 2%
BIORAD GDA 2%
სამედიცინო ინსტრუმენტებისა და ენდოსკოპების მაღალი დონის დეზინფექტანტი, გამოყენებისთვის მზა ხსნარი 5000 მლ
ქიმიური შემადგენლობა: გლუტარალდეჰიდი 2%, ანტიკოროზიული ნივთიერებები, დამხმარე ნაერთები და დეონიზებული წყალი
მახასიათებლები: ბიორად GDA2% ანტიკოროზიული აგენტებით გამდიდრებული, ანტიმიკრობული მოქმედების სადეზინფექციო საშუალებაა, მრავალჯერადად გამოყენების 30 დღიანი ხანგრძლივობით. იგი შექმნილია სამედიცინო ინსტრუმენტებისა და ხისტი და დრეკადი ენდოსკოპების მაღალი დონის დეზინფექციისათვის (სპოროციდული აქტივობა). იგი უფერო, უსუნო, არატოქსიკური დეზინფექტანტია ფენოლის, ქლორისა და ფორმალდეჰიდის გარეშე. ბიორად GDA2%ძალზედ მოსახერხებელია ნებისმიერი ტიპის ქირურგიული აღჭურვილობის, სითბომგრძნობიარე საანესთეზიო აქსესუარების (ამბუს ნიღაბი და სხვ), ყველა ტიპის ენდოსკოპისათვის (Karl Storz, Olympus, Pentax, Fujinon, როგორც რიგიდული, ასევე დრეკადი) და ყველა სახის ქირურგიული, მათ შორის ლაპარასკოპიული აღჭურვილობისათვის. ის არანაირ ზიანს არ აყენებს ენდოსკოპს, როგორიცაა ჟანგი, კოროზია, დარბილება, ფერის შეცვლა და ა.შ. ბიორად GDA2%შეთავსებადია რეზინის, პლასტმასის, PVC–ს, აკრილის პოლიმერის, პოლიკარბონატის, პოლისტირენის, HDPE (მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის), ფაიფურისა და ჟანგავი ფოლადის მასალებთან.
ბიორად GDA2% გამოიყენება როგორც ენდოსკოპთა სარეცხ მანქანებში, ისე მანუალური დამუშავებისთვის. ჩაასხით ხსნარი სადეზინფექციო რეზერვუარში. მანამდე ენზიმურ ხსნარში გარეცხილი აღჭურვილობა კიდევ ერთხელ შეამოწმეთ, რომ მაქსიმალურადაა დაშლილია მის შემადგენელ ნაწილებად და იმგვარად მოათავსეთ ხსნარში, რომ დეზინფექტანტმა სრულად დაფაროს ყველა დეტალი. დახურეთ რეზერვუარის თავსახური. დაელოდეთ 15 (თხუთმეტი) წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ აღჭურვილობა ხსნარიდან და გარეცხეთ საკმაო რაოდენობით წყლით. თუკი სამუშაო ხსნარის ვადის გასვლამდე იგი შესამჩნევად დაბინძურდება, რეკომენდებულია მისი შეცვლა. სამუშაო ხსნარის გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს ადგილობრივი სტანდარტებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. ენდოსკოპთა ავტომატურ სარეცხ და სადეზინფექციო მანქანებში გამოყენებისთვის, მიჰყევით მწარმობელი კომპანიების მიერ ამ მანქანების ექსპლუატაციის ინსტრუქციებს.
ანტიმიკრობული მახასიათებლები: ბაქტერიციდული, ფუნგიციდური, სპოროციდული, ვირუციდული, მიკობაქტერიციდული, ტუბერკულოციდური.
ხარისხის სტანდარტები: ISO/EN EN13727, EN14476, EN13624, EN14348, EN13704, EN1650, CAS 111-30-8, CE 2195, 93/42 EEC
შენახვის პირობებზე, უსაფრთხოებაზე, ნარჩენების გაუვნებელყოფაზე და სხვა დეტალურ ინფორმაციისთვის მოიძიეთ პროდუქტის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი (SDS)













