ბიორად რედი HP სპრეი (Biorad Ready HP Spray)

1.00 

გამოყენების სფერო:  პროდუქტი წარმოადგენს წყალბადის ზეჟანგის ფუძეზე დამზადებულ სამედიცინო ხელსაწყოების სადეზინფექციო საშუალებას სპოროციდული მოქმედებით და განკუთვნილია ყველა სამედიცინო ხელსაწყოს სწრაფი დეზინფექციისთვის. პროდუქტი გამოიყენება ყველა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზედაპირის, განსაკუთრებით კი პვქ/ეპოქსიდის მასალის  დეზინფექციისთვის საავადმყოფოებში, სადაც საჭიროა სწრაფი დეზინფექცია,  სამედიცინო ხელსაწყოების ინსტრუმენტებისთვის (სკალპელი,  პინცეტი, , დამჭერი, მაკრატელი, სამედიცინო მაშა, , შპატელი კოვზებით, ლითონის მილი და ა.შ) და აპარატურისთვის, მათ შორის ყელ-ყურ-ცხვირისთვის …

გამოყენების სფერო:  პროდუქტი წარმოადგენს წყალბადის ზეჟანგის ფუძეზე დამზადებულ სამედიცინო ხელსაწყოების სადეზინფექციო საშუალებას სპოროციდული მოქმედებით და განკუთვნილია ყველა სამედიცინო ხელსაწყოს სწრაფი დეზინფექციისთვის.

პროდუქტი გამოიყენება ყველა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზედაპირის, განსაკუთრებით კი პვქ/ეპოქსიდის მასალის  დეზინფექციისთვის საავადმყოფოებში, სადაც საჭიროა სწრაფი დეზინფექცია,  სამედიცინო ხელსაწყოების ინსტრუმენტებისთვის (სკალპელი,  პინცეტი, , დამჭერი, მაკრატელი, სამედიცინო მაშა, , შპატელი კოვზებით, ლითონის მილი და ა.შ) და აპარატურისთვის, მათ შორის ყელ-ყურ-ცხვირისთვის საჭირო ხელსაწყოების დეზინფექციას. გარდა ამისა პროდუქტი გამოიყენება საოპერაციო  ოთახებში, რეანიმაციაში, იმ ინსტრუმენტების გასუფთავება-დეზინფექციისთვის, რომელიც კონტაქტში შედის პაციენტის კანთან.

პროდუქტის მომხმარებლებისთვის:იგი გამოიყენება ჯანდაცვის პერსონალის მიერ, რომლებიც მუშაობენ ზემოთ მითითებულ ადგილებში.

ზედაპირი, რომელზეც გამოიყენება პროდუქტი: პროდუქტი გამოიყენება უჟანგავი ფოლადის, შუშის,  პპ, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის, აკრილის მინის ზედაპირებზე.

.პროდუქტის გამოყენებაპროდუქტი ესხურება სასურველ ზედაპირზე 30 სმ-ის მანძილიდან სასურველი შედეგის მიღებამდე. დეზინფექციის პროცესი სრულდება ზედაპირის სტერილური, უნაწილაკო ნაჭრით გამშრალებით.

განკარვის პროცედურები:HP სასხურებელი პროდუქტის გამოყენებისთვის, იხილეთ მასალის უსაფრთხოების სპეციფიკაციის მე-13-ე მუხლი

მორეცხვაპროდუქტის გამოყენების შემდეგ მორეცხვა საჭირო არ არის.  დეზინფექციის პროცესის დასრულების შემდეგ, ზედაპირი გაამშრალეთ მშრალი, უქსოვადი ნაჭრით, რომელიც არ ტოვებს ნაწილაკებს.

უკუჩვენებები:პროდუქტი არ გამოიყენება:   .

* იმ ინსტრუმენტების საბოლოო დამუშავებისთვის რომელიც ეხება ადამიანის სხეულის სტერილურ გარემოს.

* ქირურგიული ოპერაციებისთვის საჭირო სამედიცინო ინსტრუმენტების ზედაპირებისთვის.

* ჰემოდიალიზის აპარატის ზედაპირებისთვის.

გართულებები:თვალთან და კანთან შეხებისას, პროდუქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია ან გაღიზიანება.

გვერდითი მოვლენები:პროდუქტს არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები

ვარგისიანობის ვადა:2(ორი) წელი

გახსნის შემდგომი პერიოდი:75 (სამოცდა თხუთმეტი) დღე

ეფექტის დრო: ბაქტერიციდული, ფუნგიციდური, სპოროციდული, მიკობაქტერიციდული, ტუბერკულოციდური. ვირუციდული. ექსპოზიცია ერთი წუთი.

აქტიური შემადგენელი ნაერთი:  6% წყალბადის ზეჟანგი, დამხმარე ნაერთები.