ბიორად NCM ქვატ პლუსი
Biorad NCM QUAT Plus
ასპირატორების (მათ შორის სტომატოლოგიური ნერწყვგამწოვების), სამედიცინო ინსტრუმენტების წმენდა/დეზინფექციის ხსნარი კონცენტრატი.
ქიმიური შემადგენლობა: დიდეცილდიმეთილამონიუმის ქლორიდი (6%), ბენზალკონიუმის ქლორიდი (1,5%) , კოროზიისა და ქაფწარმოქმნის ინჰიბიტორები და დამხმარე აგენტები.
Biorad NCM QUAT Plus, უალდეჰიდო და უფენოლო, კომბინირებული და კონცენტრირებული ხსნარია. მეოთხეული ამონიუმის შენაერთები უზრუნველყოფს სამედიცინო აღჭურვილობის დეზინფექციას. იგი შეთავსებადია ყველა სახის მასალასთან და ეფექტურია ყველა სახის ბაქტერიის, სოკოსა და ვირუსის მიმართ.
Biorad NCM QUAT Plus–ს, მასში შემავალი კომპონენტების წყალობით (და ასევე, რადგან არ შეიცავს აქტიურ ქლორს), მძიმე მეტალებზე დაფუძნებული ამალგამა გადაყავს სტაციონარულ მდგომარეობაში, ამგვარად იგი სტომატოლოგიურ ასპირატორებს (გამწოვებს) წმენდს და ადეზინფიცირებს ერთდროულად.
დანიშნულება – Biorad NCM QUAT Plus წმენდს და ადეზინფიცირებს ყველა ტიპის სტომატოლოგიურ ქირურგიულ, ინტერვენციულ ქირურგიულ, ქირურგიულ ლაპარასკოპიულ აღჭურვილობას, ხისტ და დრეკად ენდოსკოპებს. იგი შეთავსებადია მინასთან, კერამიკასთან, სილიკონთან, პლასტმასთან, აკრილთან, პოლიმერთან, პოლიკარბონატთან, პოლისტირენთან, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენთან (HDPE), ფაიფურთან და უჟანგავ ფოლადთან. იგი ასევე შეთავსებადია ენდოსკოპების სარეცხ მანქანებთან, ულტარბგერით სარეცხ მანქანებთან და თავსებადია მანუალურ წმენდასთან.
გამოიყენება 1% განზავებით (მაგალითად 10 ლ სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად 9,9 ლ წყალს ემატება 100 მლ კონცენტრატი). მოქმედების დრო 5 წუთი. მომზადებული ხსნარი ვარგისია 15 დღის განმავლობაში. თუკი მასში მოხდა ორგანული ნარჩენების ფორმირება და გახდა თვალით შესამჩნევად დაბინძურებული, რეკომენდებულია შეცვლა.
ანტიმიკრობული მახასიათებლები – ბაქტერიციდული, ფუნგიციდური, ვირუციდული, ტუბერკულოციდური და მიკობაქტერიციდული.
ხარისხის სტანდარტები – ISO/EN 13727, 14476, 13624; CAS 7173-51-5, 67-63-0; CE 2195; 93/42 EEC
შენახვის ვადა: გახსნილი ფლაკონი ვარგისია გახსნიდან 75 დღის განმავლობაში.
შეფუთვა – 1ლ ბოთლი დოზატორით
შენახვის პირობებზე, უსაფრთხოებაზე, ნარჩენების გაუვნებელყოფაზე და სხვა დეტალურ ინფორმაციისთვის მოიძიეთ პროდუქტის უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელი (SDS)













