საპნის შესახებ

საპნის დამზადებისთვის ვიყენებ ზეითუნის, ნუშის, ქოქოსის, ვარდის ზეთბსა და სამკურნალო ბალახეულობას. საპონი დემა, რომელიც საუკეთესოდ ასუფთავებს კანს,იცავს გამოშრობისგან და გაღიზიანებისგან. საპონი არ შეიცავს თავისუფალ რადიკალებს, პარაბენებს, ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს (ზან) და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. საპონი მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ბიო-პროდუქტებისგან, მცენარეული და ცხოველური ცხიმებისაგან, ძვირფასი ეთერზეთებისაგან და მაღალ მთებში სათუთად შეგროვილი სამკურნალო ბალახებისაგან, რომელიც სასარგებლოა ადამიანის კანისთვის. დღევანდელ ეკოლოგიურად მძიმე პირობებში აუცილებელია საკუთარ კანზე ზრუნვა. არ აქვს დამატებული ქიმიური არომატები და ესენციები. გამოირჩევა საპნის, სამკურნალო მცენარეებისა და ძვირფასი ეთერზეთების ნაზი და სასიამოვნო სურნელით, არაჩვეულებრივი ფერთა გამით.

ქართული ნატურალური საპონი „დემა“

„დემა“ არის ნატურალური საპნის მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაფუძნდა 2016 წელს აწარმოე საქართველოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით. გამოყენებულია ქართული ტრადიციული საპნის დამზადების ტრადიცია და დამატებული აქვს თანამედროვე ტექნოლოგიის ეფექტები, რაც საპონს სძენს უნიკალურობას.

დღევანდელ ეკოლოგიურად რთულ პირობებში, მნიშვნელოვანია ისეთი  პროდუქციის გამოყენება, როგორიც ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურია. როდესაც მსოფლიოს უამრავი ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ძლიერ დაბინძურებულია ატმოსფერული ჰაერით, რაც მძიმედ აისახება ადამიანის ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე.

ცნობილი ფაქტია ის რომ სწორედ ურბანულ ადგილებში, სადაც ეკოლოგიურად არასახარბიელო სიტუაციაა მოსახლეობას დერმატოლოგიური პრობლემები აწუხებთ. სწორედ კანთან შეხებაში მოდიან ის ნეგატიური აგენტები და თავისუფალი რადიკალები, რომლებიც ჰაერში იმყოფებიან შეწონილი ნაწილაკების სახით.

კანზე ზრუნვა კი  პირველ რიგში სისუფთავით იწყება. სისუფთავე კი დაბანის საშუალებებთან ასოცირდება. დაბანის საშუალებები კი თანამედროვე მეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობით აუცილებელია იყოს ნატურალური რათა არ გააღიზიანოს გარემოს დამაბინძურებლების შედეგად გაღიზიანებული.

საპონი დემაში გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ბიო პროდუქცია. იგი დამზადებულია ცხოველურ და მცენარეულ ცხიმებზე და ძვირფას ეთერზეთებზე,  რომელიც უზრუნველყოფს კანის დარბილებას, არ იწვევს მის ირიტაციას (გამოშრობას) და გააჩნია დამამშვიდებელი ზემოქმედება.

საპონში გამოყენებულია სამკურნალო მცენარეები, რომლებიც სათუთად არის შეგროვილი მაღალმთიან და ეკოლოგიურად სუფთა რეგიონებში, რაც საპონს სძენს სამკურნალო თვისებებთან ერთად, მცენარეულობისა და საპნის ნაზ სურნელს.

საპონი არ შეიცავს არანაირ ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს (ზან), პარაბენებს,  კონსერვანტებს, ემულგატორებს, ქიმიური გზით სინთეზირებულ მკვეთრი სუნის მქონე არომატიზატორებსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. რომლებმაც შეიძლება გამაღიზიანებლად იმოქმედოს ადამიანის კანზე.

კომპანია ამჟამად აწარმოებს 17 სახეობის პროდუქციას, რომელთა სახელებიცაა: 1) ორკბილა; 2) სამკურნალო მცენარეების ნაცარი; 3) გვირილა; 4) ვარდის ფურცლები; 5) ხახვის ფურცლები, ენდრო და ვანილი; 6) გვირილა, კალენდულა და ყვითელი ვარდი; 7) ჭინჭარი და ფიჭვი; 8) ყვითელი ყვავილი, ნუში და ვანილი; 9) დარიჩინი, კაკაო, კაკაოს კარაქი და ვანილი; 10) ვარდის ფურცლები, დეკორატიული; 11) ატმის; 12) ველური კენკრა და ჟოლო; 13) ნუში; 14) ჭინჭარი და არგანი; 15) ფორთოხალი; 16) ცაცხვის ყვავილები; 17) ლავანდა და ტკბილი ნუში.

კომპანიამ პროდუქციის გაყიდვა დაიწყო 2017 წლის ივნისიდან. ამჟამად პროდუქცია იყიდება თბილისში პსპ-ს აფთიაქების ოც ფილიალში, ჯორჯიტასა და ევროლაინის მაღაზიათა ქსელში, ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა სავაჭრო ქსელებთან.

 

კომპანია გეგმავს სამომავლოდ აწარმოოს საბავშვო ჭურჭლის, ტანსაცმლისა და თეთრეულის სარეცხი საშუალებები, რომელებიც განკუთვნილი იქნება ჰიპერალერგიული ბავშვებისთვის.